გული...


გულია ჩემში სიტყვის თამადა,
აქ–სუყველაფერს გული განაგებს,
და თუ გულს ვინმე შეეკამათა,
(ეხება ტვინს და სხვა ამხანაგებს)

კრინტიც არ ისმის უთანხმოების,
სხვასთან არ ვიცი ჩემთან ასეა–
ბიოლოგიორ ორგანოების
შეთანხმებული სჯა–ბაასია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი