იგორ აბუთიძე - ფოტო

იგორ აბუთიძე

ინჟინერ-მექანიკოსი–პოეტი

0 93

ჯარში


ჯარში ვმსახურობ ,ტაიგაში, შორეულ ბამზე,
დღეა,ვმუშაობთ სალდათები ჩვენ-ჩვენთვის გზაზე,
შესვენებისას ,ათი წუთით,გავედით განზე,
და ჩამოვსხედით ვით ჩიტები ერთ მწკრივად ბანზე,
თავზე გვადგია მეთაური- წიგნი აქვს ხელში,
ლექსებს კითხულობს- პუშკინისას ძალუმი ეშხით,
უცებ დასძინა:- არ არსებობს პოეტი მეტი,
პოეზიაში პუშკინია -პირველი სვეტი.
გული დამეწვა...ვირიშვილო,გიტირებ დედას!-
ოღონდ ლექსების წაკითხვისას მომცემდე ნებას!-
საოცრებაა-მეთაური თვალებში მხედავს-
ხელში მაჩეჩებს ტორიანად პუშკინის- დედანს.
აჰა,მდაბიოვ,წაიკითხე იქნები ნეტარ!
ასეთი ლექსი თუ გინახავს ოდესმე, ნეტავ?!
ვაი დედასა...გავიფიქრე-არაფრად მაგდებს-
ჯარში არ ვიყო!აყლაყუდავ, სიკვდილზე დაგდებ,
ლექსი ვიცოდი პუშკინისა არა თუ ექვსი...
მაგრამ იმ წუთში გუნებაში ფიქრი მაქვს ერთი-
ქართველო კაცო,არ გაგიწყრეს გამჩენი ღმერთი,
რუსთველის პატრონს რა ძალაა.. პუშკინის ლექსი,
მყისვე მივვარდი გალაკტიონს, სიმებზე ვეცი,
თასმა შევხსენი ტყედ გავუშვი დაბმული მხეცი
და ქარიშხალმაც დაუბერა წმინდა ქართული,
თითქოს ტაიგას შემოავლო ოქროს მავთული,
ორჯერ თუ სამჯერ დავუძახე მეთაურს ჭიტა,
იმ საცოდავმა გაკვირვებით თვალები ჭყიტა,
მომიახლოვდა სასოებით ხელს მომცა ხელი,
-ვინ ხარ,საიდან, ვინაობა მითხარი შენი!
-ერთი პატარა ქვეყნიდან ვარ, მდაბიო გლეხი,
პოეზიისა არა ვიცი ,ბატონო მეტი-
ამით მეთაურს სულში ვთხლიშე ქართული მეხი-
გადავუმტვრიე სანუკვარი რუსული სვეტი,
ოჰ,პოეზიავ,თან ქართულო,ქართულო დვრიტავ!
ხომ გამოვთალეთ სიყვარული რუსული ქვიდან,
მე გეფიცები,გეფიცები!ყოველი მხრიდან!
ჯერ არ მოვმკვდარვართ,ჯერ სადა ხარ!-უარესს ვიზამთ!
კომენტარები (0)