ლადო ასათიანს


აფერუმ, ლადო!
ეხლაც აზდის შენს ლექსებს ბუღი,
ეს შენ არა თქვი:-
დინოზავრის კვალნი რჩებიან?!
-ეს მე გითხარი :-
დაამთავრებს ვულკანი დუღილს
და მის სანაცვლოდ
ბუმბერაზი მთები ჩნდებიან...
.............................................
ო,ალბათ,იმ დღეს
ცაც არ იყო უზომოდ ლურჯი,
იმ დღეს უცეცხლოდ
გალღვებოდა რკინა და თუჯი,
მტკვრის გარინდებას
ყურს უგდებდა ქვეყანა მუნჯი
და ეგდო მთვარე-
ფიროსმანის დაღლილი ფუნჯი.
1 კომენტარი
lika nawyebiaპოეზიელი-7 წლის წინ

ar jdeba

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი