სამშობლოს


ვარ შენი ტოტი,ტოტის ნაწილი,
შენი კენწეროს ყლორტი, უბრალო,
ჩემგან სავალი ვიწრო გზაწვრილით,
მხოლოდ და მხოლოდ გჭირისუფალობ,
სანამდე მიწის მძიმე საბანი
გამსრესს, გამთელავს, დამეუფლება,
ჰა, ჩემი გული -მორზეს ანბანით
გიწერს,გიკითხავს,გესაუბრება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი