სანამ მოსახდენი მოხდებოდეს


სანამ მოსახდენი მოხდებოდეს,
სანამ დასაღვრელ სისხლს დაღვრიდე,
ფრთხილად არაფერი ოხრდებოდეს,
თვალი გამალებით დაჭყიტე,
გახედ-გამოხედე არე-მარეს-
ცოლი საყვარელში არ გცვლიდეს,
წახვიდ-წამოხვიდე რომელ მხარეს,
ასჯერ გაზომე და განსჭვრიტე,
თორემ მოსახდენი თუ მოხდება-
ხელში გაგიძვრება საუნჯე,
გიჯობს უთავბოლო ამბოხებას,
თვალი დახუჭო და დამუნჯდე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი