დღეს უნდა გითხრა...


დღეს უნდა გითხრა,ვერ გითხარ გუშინ,
ვერც უთქმელობას შევადარებდი,
სიყვარულს, შენ რომ ჩამიკალ გულში,
მედალიონად დავატარებდი,

თუმც მკვდარი იყო მას არ ვმარხავდი,
არ მსურდა ბედთან დამორჩილება,
ვერ დავიჯერე უცხო სახადის,
გრძელვადიანი გამოჩინება,

ჩიტს ერთი სიტყვაც არ დააბარე,
გათხოვდი მხარი სხვას დაუმშვენე,
მაშინ კი მივხვდი მკვდარიც მომპარე,
მე რომ აკლდამა ამოვუშენე,

ძნელი ყოფილა ბედის მიგნება,
ბეწვის ხიდია ბედით-ბედამდე,
სხვა სიყვარული აღარ იქნება,
ჩემი სურათის გადიდებამდე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი