X-ს


ზოგის ცხოვრება თუმცა მრავალჟამიერია,
ნაფეხური კი წამზე უფრო წამიერია...
მის განვლილ გზაზე არც ვარდია არც იელია,
საპნის ბუშტივით ძალიან შორს არ მიელიან.
ცხედარს აყრიან ჭრელა–ჭრულა ყვავილთ დასია,
მაგრამ რად გინდა ყვავილებში მეტი ფასია...
(სირცხვილი იმას ვინც ცხოვრება ისე გასწია,
ერთი სახალხო პაიკიც კი წინ ვერ გასწია.)
პათეტიკური ეს კუბო კი შენმიერია,
რაღაცნაირად საზიზღარიც მშვენიერია,
კუბო რაა და კუბოების თვარიელია...
ზოგი უკაცოდ, ზოგი კაცით ხვავრიელია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი