თეთრო ფიფქო!


თეთრო ფიფქო, სამკაულო ხეთა,
დამირღვიე  მდუმარება დღეთა,
ალბათ მიცნობ, ჩემო სულის ერთავ,
ამიტომაც მოფარფატებ ჩემთან.

მართალია გაგვითეთრდა თმები,
მართალია ჩვენ გვაქვს ოცნებები,
შენ თუ დნები აპრილისთვის დნები,
მე თუ ვკვდები მამულისთვის ვკვდები,

თეთრო ფიფქო, ამ დრომ მძლეთა მძლეთა,
ჩვენ ორთავე ერთად მოგვიხელთა,
თეთრო ფიფქო, ბედმა შეგვაერთა,
ფიქრები ვართ,ფიფქები ვართ ერთად.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი