N-ს(დაბადების დღეზე)


შენ ქალი ხარ ,გაზაფხულის დარი,
სიცოცხლე ხარ,ჩემი ლექსის წილ,
მე ავენთე როგორც კელაპტარი,
ჩავიფერფლე შენი ხატის წინ,

გაფრენილა მოჟღარუნე ეტლი,
გაწელილა ლაბირინთი გზის,
მე კი  ისევ უანგაროდ გეტრფი,
მე კი ისევ - ვით რამინი-ვისს,

ხის ტოტებში გაბურდულა სურო
და  შრიალებს  ჭორიკანა ტყე,
დაგებედოს ამ დღეს რაც ისურვო,
დაგელოცოს დაბადების დღე,
............................................

15 ივლისი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი