შაორის ჯვარი


მრგვალ მინდორში-ლოკატორი,
ვით  დევკაცის  ცალი  ყური,
ჩანს  ენძელა  ორად - ორი,
ტევრში   ია,   გარიყული ,
აქ მერცხლების ყოველ დილით
გნიასია  და   ფერხული,
მიწას აზის  ბეჭედივით,
ჭრელი ხარის ნაფეხური.
ცაზე ცურავს ღრუბლის ქულა,
ოზონს გასცდა  - თეთრი ტივი,
ბუჩქნარებში გათანგულა,
ქარი ზმუის ფაშატივით,
ლექსებშიაც არის დოგმა,
ჰარმონია   შესაშური
ბევრმა  არა,  იცის  ზოგმა-
კაი  ლექსის შარიშური.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი