ხან...


ხან,გამჭირვალე შუშაბანდი ვარ,
ხან,დაბინდული - პალმა რტოებით,
ხანაც,სიცოცხლით სავსე დავდივარ,
ხანაც,სიკვდილთან განმარტოებით,
ეცილებიან  ერთიმეორეს,
ასეა ხშირად კიდით-კიდემდე,
თვითმკვლელობისთვის ვეძებ რევოლვერს,
სანამ  პირველი ხელს ჩამკიდებდეს
და გული ლამის-ამოვარდნაზე,
სულ ორთაბრძოლის კორიანტელით,
ვარ წუთისოფლის გრძელ შარაგზაზე-
სიკვდილ-სიცოცხლის ორი სანთელით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი