კაცის ხვედრი


კაცი ღიღინით ვიწრო ბილიკებს მიუყვებოდა,
ბილიკის ბოლოს მან არ იცოდა რა მოელოდა,
ღიღინში გართულს ქარი ზუზუნით შემოპარვია
 და ქარში გასულს დაღლილობა შემორეოდა.
  რომ გაიარა ცოტა მანძილი ჩამოჯდა იქვე,
თავი დახარა ფიქრებში გართულს ჩასთვლიმა მყისვე,
გაიღვიძა და მან სითბო იგრძნო რაღაც ღვთიური,
ეს სითბო იყო მზის სხივები მარადიული.
   ის გზას გაუყვა იმედით და მშვიდი გუნებით,
და მიჰყვებოდა მას გზა და გზა სითბო სხივების,
 ამ სიარულში უცებ გამოჩნდა ბილიკის ბოლო ,
შეჩერდა  ხის ქვეშ და დაინახა მან დიდი ორმო.
  ორმოში იდო მოჭედილი პატარა სკივრი,
გახსნა ეს სკივრი და დაინახა სიმდიდრე დიდი,
 ამ სკივრში იდო ბრილიანტი, ოქრო და ვერცხლი
ასეთი არის  უფლისაგან ამ კაცის ხვედრი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი