mi mundo


მიყვარს,როცა მზეს თვალს ვუსწორებ და ყველაფერს მისგან მოელვარედ ვხედავ. მიყვარს სწრაფად სუნთქვა,რადგან არ მელევა ჰაერი. მიყვარს მზის ჩასვლის ყურება,რადგან მახსენებს;რომ ჩვენი დიდება მისი სხივებივით მიილევა. მიყვარს ნისლი,რადგან ბუნდოვანია ცხოვრებაც. მიყვარს ქარბორბალა,ოღონდ შორიდან. მიყვარს ღამე,რადგან ვგრძნობ რომ მარტოა. მიყვარს ცისარტყელა,რადგან მაოცებს შვიდი ფერის ერთი საჰაერო დგომა. მიყვარს ვარსკვლავები,რადგან მგონია რომ ეგრე დავეკიდებით კოსმოსში. მიყვარს ჰორიზონტის ცქერა,რადგან მიუწვდომელია. მიყვარს ზღვა,რადგან გამოუკვლევია. არ მომწონს მომენტი,რომელიც წყდება. მიზიდავს ყველაფერი,რაც მარადიულია . არ ვაღიარებ არაფერს,რაც მთავრდება გარდაცვალებით. არ მომწონს ვინმეს გამოცდა,რადგან ვერავინ უძლებს. არ ვცნობ მოთმინებას,რომელიც არ იწურება.. მიყვარს მოსმენა,რადგან შორს ვარ განკითხვისაგან. მაოცებს სიზმარი,როგორც გარდაცვალების სახე. მიზიდავს გარდაცალება,რადგან ყველაზე დიდი დაბადებაა. ვერ ვეგუები სხეულს,რადგან არ მეტევა სული. მიყვარს სიყვარული,როგორც ღმერთი და მოყვარული როგორც განღმრთობილი .
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი