1 278

No lo creas !


ჰო,მე ვარ.რატომ მაქვს ხატება შეშლილის,
თუ მუდამ დიადთა წრეებში ვტრიალებ?
გაკვირვებს? რა არის ამ ფლიდში შექსპირის
რომ მისი გონება რიტმებზე ტრფიალებს.

რუსთველმა მე მაცხო ის შუქი - გონების,
დავკარგე თავი და სხვა მე-ში ვგრიალებ,
ის მე კი ჩემშია და შენთა სწორების
სინდისში ჩადის და ლომივით ღრიალებს.

ზენათა მოქარგულ,თუ მოქარაგმებულ,
შავ-თეთრი სამეფოს ურიტმო-რიტმებით,
მოდი და ჩამყევი ზღაპარში შთაგდებულს
გპირდები;იქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით.

ვითხოვ პიანინოს,ტკლაცუნი თითების...
მსურს დაკვრა იქ,სადაც ლანდების წყვილია,
მე ვიცი ნოტები და შიფრი მითების
სადაც მე ზევსის და ის ჩემი შვილია.

ეს ვთქვი და უეცრად ლანდების ქილიკი,
სიტყვები მოქანდა,ჩვენს მიმართ უშვერი,
გითხარი,გავიდეთ დათმენის ბილიკით
იქ გველის ჩემი მეს სხვა პროდიუსერი.

გავედით,შევყურებთ კრისტალურ ადგილებს
სუფევა..აქ უკვე ნოტებიც სხვისია,
ითვლი და გერევა "mi,mi,re,re,mi,do"
გაჩერებ,მოგესმა? ნაბიჯიც მისია.

გვეჩვენა ის,ვისაც უჭირავს სულეთი,
ანთებულ ჩირაღდნად მშვიდობა ეღვრება,
ეს არის,ვისთვისაც სულ ყველა - სულ ერთი
არის და გვიყურებს, მზერაც არ ემღვრება..

- მშვიდობა ჩემგან და ჩემს მერე ზეარსთგან,
თუ გნებავთ აღდგომა,მიწისგან შორი?
შვიდთ უხმო მთავართა,სახელიც დამარქვა
იქ თქმულის დამარხვა მოგვიწევს მგონი.

ზეცათა სანახმა,ეშმაკის დალახვრა,
და სიტყვის დამარცვლა გვიბრძანა ორის,
ვინც იცის მოუთხროს,ვინც არა იცოდეს
 - momento mori...momento mori... 

06.12.2017
კომენტარები (0)