იდენტური ხედვა


არის მხოლოდ ერთიანი,
კოსმიური გაგება,
ოღონდ ვისთვის მოგებაა
ვისთვის კიდევ წაგება.

არ არსებობს,ჩვენეული,
პიროვნული დიდება,
ცალკეული ერთობლივთან 
მხოლოდ ჩვენ გვედიდება.

ვიღაცისთვის,რაღაცისთვის
უნდა იყო მესია,
დანარჩენი საკუთარი
ეგოიზმის წესია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი