ბედისწერა


გადავყავვარ ცხრა მთას იქით ურიცხვ ნატვრას,
წყდება რიტმი მიმოფანტულ ლექსთა შორის,
სიჩუმეა და გრილ ნიავს არ იკარებს
სული ჩემი მიმოვერცხლილ ცათა შორის.
თავს დავუხრი ადამიანს შეგნებულად,
ვისშიც უდევს დიდი ფასი მეობას,
გადავთელავ დროის მსგავსად,სულის არსით
ხორცის ნაშობ ტყუილ მდგომარეობას.
გადავაფრენ დროს და სივრცეს ჩემს იმედებს,
ვცდილობ,ხორცმა სული ყანწით დალიოს,
მიმოვივლი ჩრდილის სულეთს,სილუეტებს
ვარსკვლავმაც თქვას,ეგ მომავლის არიო.
ვეღარ მიხვდით?დედის მესმის დიდი ნანა,
პატარაც ხომ დიდებთან სდებს პირობას,
გიჟი ბრძენს თხოვს დარიგებას და მით უფრო
ჩემი წერა ვინღა განაპირობა?
თუ სიცოცხლეს უკან დასდევს სხვათა მზერა,
ჩემებრ გიჟთა,მათებრ ურიცხვ გმირების,
ყველა ხედავთ უკანასკნელ ჟამთა ერას
გიჟნი გმირთა ხელით განა - გმირები.
მწერლის თვალში სამყაროს და მიღმა ხედვა,
ნამდვილია შთაგონების მორევში,
ძველი ლექსი ახლად ითქმის,ყველა ხვდება
მაგრამ გრძნობა ვის აქვს ნამეორევი?
მან დღე-ღამე შეაერთა ღრუბლებს ზევით,
მათ კი ნახეს სიზმარ ფერად-ფერადი,
ისიც იცის,ნანახი აქვს,რაც ეწევა
მაგრამ,მიაქვს - ტვირთი ბედისწერამდის.
3 კომენტარი
.....7 წლის წინ

Ohooo dzalian momewona gansakutrebit es momewona: Sulis arsit xorcis nashob tyuil mdgomareobas, vcdilob xorcma suli yanwit dalios,

.....7 წლის წინ

Nu yvelaperi momewOna magram Am taepebze ragac ucnaurad vigrdzeni tavi

Marishka 7 წლის წინ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი