ოაზისური


ხრიოკ უდაბნოდ გადამექცა უშენოდ სული,
დრომ მარტოობის ერთი წუთიც არ მაპატია,
ყველამ ერთად რომ შემომწიროს თავისი გული
უშენოდ მათში ერთი სუნთქვაც არ მაბადია.

სულ არ მადარდებს ეს ავდარი და ნესტის სუნი,
თუ თავად შესძლებ გაზაფხულის გათამაშებას,
თავისუფლების მოყვარული ბედით ვარ კრული
თურმე სიყვარულს შეუძლია ათამაშება.

ნუთუ ვერ ამჩნევ სითამამეს წარსული დროის,
ერთიმეორეს რომ მისდიეს დინჯად წამებმა,
ეს გრძნობა ლექსად იკითხება უკვდავთა შორის
დროს დავაბიჯე უშენობით განაწამებმა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი