გალაკტიონს


განთიადს ერთი კაცი სთვრებოდა,
როდესაც ზარებს რეკდა სიონი,
საღამოს ჩრდილად მიიქცეოდა
და აჩრდილ იყო გალაკტიონი.

სამშობლოსათვის კეთილმოსურნეს,
მუდამ თან სდევდა სინედრიონი,
რას არ ამბობდნენ,გულით კი გრძნობდნენ
ბრძენი არიო გალაკტიონი.

ეხლაც ვერ ირჩენს თვის ნაიარევს,
ცრემლი ჩამოსდის,როგორც რიონი,
მწერალთა მეფედ არ აღიარებთ?
მაშ ღმერთი იყო გალაკტიონი!
2 კომენტარი
.....7 წლის წინ

ვაუუუ ძალიან კარგი დასასრული იყო..ბრავოო:*

Marishka 7 წლის წინ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი