ამბობ დაწერეს დასაწერი საქმე მონახე ..


ამბობ დაწერეს დასაწერი საქმე მონახე
თუმცა ტკივილებს დაწერილი დღემდე ვერ შველის
ქალაქის დარდი სოფლის სევდაც უკვე მოვლახე
და მაინც ვერა ვერ ვიპოვე სითბო შეხების
შეხების იმ ძველ სურათებთან გავლილ დარდებთან
რასაც ბავშვობა ერქვა ალბათ გულებ ლაღია
თავდაჭერილი მივაბიჯებ მოძმის ეზოში
რა შეიცვალა აღარაა სახლი კარღია
პურს და კარაქსაც წიწილებად ისე დავყოფდით
ჩაი ყოფნიდა მეცხრე ცაზე ყველას აყვანას
მერე ცხოვრებას ქორწილებად ლხენად დავყოფდით
ბრძენი უფროსი გვასწავლიდა ძმობის გატანას
ახლა მის ხინჯებს შეუმცდარის თითებზე ვითვლით
და რომც გვყოფნიდეს ათიოდე აღარ ვპატიობთ
დღეს რა აზრი აქვს გაზრდილთათვის გვიჭირს თუ გვილხინს
მოწყენილები განზე ვდგებით და ვაპათიობთ
ღმერთი ხანდახან გვახსენდება მოკლე ლოცვებით
უცებ დავღეჭავთ ნაცნობ სიტყვებს ბებოს ბაგიდან
სწავლა მიზნები გართობისთვის ვეღარ მოვცდებით
ნიღბად წვერ-ულვაშს დავატარებთ ნანატრს ბაღიდან
მიცურავს წლები ჩვენც მივყვებით უიალქანოდ
ფრთებიც დავკარგეთ უეჭველი რწმენის ნაყოფი
ხშირად მივდივართ მარტოები უმისამართოდ
როგორც ნაცნობი განტოლების ტლუ განაყოფი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი