თბილი სახლი გავხვეულვარ პლედში ..


თბილი სახლი გავხვეულვარ პლედში
გვერდს მიმშვენებს ალასული ყავა
ვერ მოვასწრებ გამოზრდილი კლდეში 
ფათერაკებს და ცხოვრებაც გავა
შიში ალბათ სიმუხთლეა ბედის
ვერ გამძღარის ლუარსაბულ ყოფით
მოგეწია ბოლო ჰანგი გედის
ჟამი არის დაარღვიო თოფით
სიმყუდროვე რაც გიყვარდა ასე
ცხელი ჩაი კრუასანი ყავა
სულელურად მაგრამ მაინც სანჩე
შენი ყოფა ღირსეულად გავა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი