0 60

უქმი ლაყბობით დავირღვიე სულის სიმშვიდე ..


უქმი ლაყბობით დავირღვიე სულის სიმშვიდე
მოჩვენებითი ფერფლმიყრილი როგორც გენია
ვეღარ ვახერხებ გულმართალი ძველი სიმხნითვე
ხატთან მივიდე შევინანო რადგან ჯერია
ავყია ხალხთა გამეფების ხანა ვოლტერის
ირონიული განქიქების რაც კი შექმნილა
დაწერა მინდა რექვიემის ბოლო სონეტის
მაგრამ თალია გავაწბილე როცა ტყვექმნილა
ათას ურჯულო ავგაროზის უსვამს ზედაშე
გაბრუებულა ბოჰემური წამით ცხოვრების
ხოდა ერატო დავშორდებით ახლა მე და შენ
მსხვერპლსაც შევწირავ მელპომენეს ქალწულს გოდების
აღარ გენდობით აღარ მჯერა აღარ მაკვირვებს
სასაცილოა გაბრაზებას არას დამიდევთ
რაც კი მჯეროდა რაც კი მწამდა რაც კი მატირებს
არა გოლგოთას! ვემონებით მძაღე სატირებს.
კომენტარები (0)