გული მერევა ყველაფერზე რაც მე მეხება ..


გული მერევა ყველაფერზე რაც მე მეხება
ორპირობაა სიწმინდესთან ჩემი შეხება
აღვირახსნილი გავირჩევი დაბღვერით სევდით
ზიარებიდან ათიოდე წუთს ვსუნთქავ შვებით
ჩემი მორევი უსაწყისო და უსიერი
დალის თმასავით მიმზიდველი მდორე ცბიერი
ზედაპირული როგორც ბოლის ფილტვზე მიდება
გაცარიელებს აღარ გინდა აღარ გჭირდება
დაუძლეველი სიმსუბუქე ჩვენი ეპოქა
დაწერილია ნამღერია ხოდა გეყოფა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი