რა ატირებს ტირიფს?

-რატომ სტირი პატარავ?
ჰკითხა ტირიფს მაყვალმა,
-იმიტომ , რომ პატარა ვარ
და დამჩაგრა კაკალმა..
-მაშ იმ ტირიფს ტანმაღალს,
ეშხიანს და ნარნარას
ფოთლები აქვს ხასხასა
ვინღა ჩაგრავს პატარა?
-ვინ ჩაგრავს და ვინ არა,
ტანმაღალს და ტანდაბალს,
შენ ვინ გკითხავს მაყვალა
რა გვატირებს რა არა?!


კახა ყავრელიშვილი
2016 წელი