ზღურბლთან ლეკვი იწვა...

გამოვაღე სახლის კარი
ზღურბლთან ლეკვი იწვა,
ძაღლის ლეკვი, თეთრი ლეკვი...
გარეთ თოვდა, თოვდა.
ქარი აღარ ზუზუნებდა,
არ იძახდა ზუ-ზუს
თეთრმა ლეკვმა შემომხედა
და მიეცა წკმუტუნს.
-ნეტავი რა გაწკმუტუნებს,
თეთრო ლეკვო გცივა?
თეთრმა თოვლმა, თოვლის ფიფქმა,
როგორ შეგაშინა?
თავი დაბლა დახარა და 
შერცხვა, შერცხვა ციდას,
-თოვლმა კი არ შემაშინა
თქვენთან ყოფნა მინდა.

კახა ყავრელიშვილი
2016 წელი