სულ ერთი წამით..


ივრის ჭალიდან აფრენილ ხოხობს
გაეკიდება მიმინო მალი,
სულ ერთი წამი, სულ ერთი წამი
დაეწევა და ვაჰ, ხოხბის ბრალი.

ივრის ჭალიდან აფრენილ ხოხობს
თუ გადაარჩენს -  სულ  ერთი წამი,
თუ  ერთი წამით, თუ  ერთი წამით
დააგვიანებს მიმინო მალი.

დაუსხლტება და ივრის ჭალებში
ისევ  ექნება იმედი წამის,
სულ ერთი წამით, სულ ერთი წამით
სიცოცხლე სიკვდილს უსხლტება, გარბის.


კახა ყავრელიშვილი
2018
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი