იარა და მაინც გამოიარა....

დაჭრეს, მაგრამ მოიშუშა იარა.
საქართველომ ბეწვის ხიდზე იარა
იარა და რა გზა გამოიარა?!.
იავარდით მოფენილი კი არა ..
ნარ-ეკალით სავსე გზაზე იარა,
იარა და მაინც გამოიარა.

ქარ-ტეხილებს გაუძლო და გადარჩა,
ურარტუ  და ასურეთი კი არა...
საქართველომ ბეწვის ხიდზე იარა
იარა და მაინც გამოიარა!..

ვერც სპარსელმა, ვერც მონღოლმა დაჩაგრა,
ვერც თურქების მძლავრმა იანიჩარმა!..
ვერც არაბმა, თბილისს მჯდარმა ამირამ.
ვერც ჰერაკლეს ბიზანტიურ ამალამ..

ქართლის დედამ მგლის ლეკვებით იარა,
ფარნავაზმა ქართულ წიგნს გვაზიარა,
რუსთაველმა ვეფხვის ტყავით იარა
საქართველომ ქართლის ცხოვრებიანად,
ქეთევანის დაშანთულ მკერდიანად
იარა და მაინც გამოიარა.

საქართველომ ვაზის ჯვარით იარა...
დიდგორით და ბასიანით იარა,
ხანძთით, ოშკით და ხახულით იარა,
ნუსხა-ხუცურ, ასომთავრულიანად
საქრთველომ მხედრულ ანბანიანად 
იარა და მაინც გამოიარა.

დღეს რუსეთმა განგვიახლა იარა
კლარჯეთის და არტაანის კი არა!..
სამაჩაბლოს, აფხაზეთის იარა....
დღესაც ისევ ჩვენსკენ იშვერს იარაღს.

რუსის ,,სალდათს" დავიწყნია მთლიანად
ღვთისმშობელი, ხატი მირონიანად,
მოდის ტანკით, განა მშვიდობიანად..
მოდის ნგრევით ქართულ ეკლესიათა.

საქართველომ შეიწყნარა... იარა
სხვა ერების დარდიც გაიზიარა,
სხვათა რწმენის დაცვით დღემდე იარა
იარა და რა გზა გამოიარა?!..

საქართველოს გადარჩენის ფიალა
ივსებოდა, აივსება მთლიანად
საქართველომ ბეწვის ხიდზე იარა
იარა და მაინც გამოიარა.


კახა ყავრელიშვილი 2017 წ