******

მზე ვარდებოდა ზღვაში
მზეს შევუშვირე ხელი
მზე ხელის გულზე მესვა
მზეს გადასვლოდა ფერი.

ასიათასი თვალი
მისჩერებოდა მზეს,
ვეღარ ამჩნევდა ვერა
მზისა დაკარგულ ფერს.

ასიათასი ხერხი
ხმაურით მჭრიდა ხელს
ასიათასში ერთიც
არ იხსენებდა მზეს

როცა მომჭრიან ხელს
ზღვა გააცივებს მზეს,
რა ეშველება მზეს..
რა გვეშველება ჩვენ?..