მუდამ გეთაყვანები...

როგორ მიყვარს ჯავახეთო
შენი მიწა , ჰაერი
მოელვარე, მობიბინე
ოქროსფერი ყანები.
აბულს ვუმზერ, არსად არის
მისი შესადარები,
გოლიათო გიმღერიან
ჩემი გულის ქნარები.
მზე ამოდის, მზემ პირველმა
გამინათა სარკმელი
სიგიჟემდე შემაყვარა
ცეცხლისფერი თვალები.
ცას შეხედეთ, სხვა სად არის
,,ცისა ფერი" ამფერი,
ვარსკვლავებით მოჭედილი
ღვთიურ შუქით ნაფერი.
საღამოს ტბა, ფარავანი,
ტყუპი ძმების ნაპირი,
ნაპირებში შეკრებილი
კალმახების თათბირი.
თითქოს მთვარეც ორი იყოს
საკვირველად ლამაზი,
ერთი ტბაში მოცურავე
მეორე კი ზეცაში.
მხიბლავს თოვლი, იანვარი
სუსხიანი დღეები,
იმ ყინვაში დლივის წყალში
მოცურავე იხვები.
ჩემს სოფელთან მოდუდუნე
ფარავანის ჩქერები,
ბავშვობაში მათ გამიხსნეს
ცურვის იდუმალები.
ჯავახეთო ძლიერ მხიბლავს
შენი მინდორ-ველები,
მთის კალთებზე მოცურავე
ნაღბისფერი ნისლები.
ვიცი ისევ გაწუხებენ
ძველი ნაიარები
პომპეუსთან შესახვედრად
მიტომ დავიარები.
წმინდა ნინოს ჯვარი გფარავს
და კუმურდოს ტაძარი,
ერთგულებას გეფიცება
ციხე ახალქალაქის.
სდუმან ხავსით შემოსილი
ძველი ნასოფლარები,
ჯავახი ვარ, ჯავახეთო
მუდამ გეთაყვანები.