შეხედე..

შეხედე,
ის ბავშვი აგერ, რომ ჩამოჯდა
რაღაცა აღმოხდა.
ბაგე შეერხა და სიტყვა ბაგეს მოსწყდა, 
ცაში აიზიდა
სიტყვა იქცა ლოცვად,
და მერე,
დახარა თავლები რა მორცხვად,
ამაყი თვალები.
ხელი გაიშვირა მან რა მორიდებით,
პატარა ხელი და.. 
მგზავრს ლუკმა მოსთხოვა.
შეხედე,
ვიღაცამ გროშები მიუყარა
დახედა წამით და..
-პატრონი არა გყავს?, წარმოსთქვა დიდგულად
და არც კი დაფიქრდა ეკითხა სხვაგვარად.
ცრემლები,
ნაღვლიან თვალებზე ცრემლები მოადგა პატარას,
-მამამ მიმატოვა, დედა ავადა მყავს
შენ კი რაღა გინდა ან რას მემართლები?!..
და ამ დროს,
მგზავრს თითქოს ყურებში ჩასძახეს
-ეს შენი შვილია,
 შენი ღვიძლი შვილი შენ ვეღარ გიცვნია??
კარგად დააკვირდი მის სახეს და თვალებს
და თითქოს 
მგზავრს სულში სულ შავად ათოვდეს
ისე აცხცახდა
და ისე აჩქარდა,, ისე გაშორდა
სამი თვის ბავშვი რომ უმამოდ დატოვა,
შვიდი წლის ბავშვი კი მათხოვრად..