რწმენა..

რწმენით მონაქროლი ზენა
რწმენად ჩვენს გულებში ჩნდება,
რწმენა გადაგვარჩენს ყველას
რწმენა გვაკავშირებს ღმერთთან.
რწმენით შეგვიძლია მხოლოდ,
რწმენით, სინათლესთან მისვლა
რწმენით ავსებული გულით
რწმენით, სიყვარულის ხილვა.
რწმენამ შეგვინახა ვაზი,
რწმენამ შეგვინახა ენა,
რწმენით მოდიოდა ნინო
რწმენით შენდებოდა მცხეთა.


კახა ყავრელიშვილი
2018 წელი