მართლა გჯერა?

დღე ნათდება, დღე ნათდება,
სიო დაჰქრის ნება, ნება.
ჩემს  ქუჩაზე შენი გავლა
მენატრება, მენატრება.
დამიჯერე,  დღე ნათდება
დაფარფატებს სიო შორით,
ო, რა ძლიერ მენატრები
თითქოს უცხო, თითქოს შორი.
მართლაც უცხო, მართლაც შორი,
არც კი გიცნობ,  ვდგავარ შორით,
მაგრამ მაინც ვჩქარობ დილით
არ გამასწრო, გნახო შორით.
ერთი ნახვით შეყვარებაც
ამას ჰქვია, ეს ყოფილა.
პირველად რომ დაგინახე
სიოს ვკითხე -  მას რა ჰქვია.
სიომ აურ-დაურია
ხან რა მითხრა, ხან რა მითხრა,
ერთი ნახვით შეყვარების
 მართლა  გჯერა?!-ბოლოს მკითხა.

1995 წელი