წრეწირზე დავალთ..


მოჯადოებულ წრეწირზე დავალთ,
ათვლის წერტილსაც თამამად ვირჩევთ.
კი არ ვჩერდებით, დავდივართ მაგრამ
ათვლის წერტილთან ვბრუნდებით ისევ.

შემდეგ  სხვა წერტილს ვირჩევთ საწყისად
წრეწირზე ტრიალს ვეჩვევით კარგად,
თითქოს ჯინაზე - აღარც ტეხილი,
სიბრტყეზე ყველა ფიგურა გაქრა.

მოჯადოებულ წრეწირზე დავალთ
სიბრტყეზე მხოლოდ წრეწირი დაგვრჩა,
-არც სხვა ფიგურა, არც სივრცის აღქმა..
აღარ  დავეძებთ ფიგურას ახალს.


კახა ყავრელიშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი