შენ რომ არა, მე რომ არა..

შენ რომ არა, მე რომ არა
დაიბანდა მზე პირს განა?
-მზეო, მზეო ამოდიო
ვინ ეტყოდა ჩვენ თუ არა....

შენ რომ არა, მე რომ არა
იქნებოდა მთვარე განა,
მთვარე თვალსაც დამალავდა
ვინ ნახავდა ხარის თვალას...

შენ რომ არა, მე რომ არა
ზღვამაც ფერი ხომ დაკარგა,
შენ რომ არა, მე რომ არა
სიყვარულიც იყო - არა..

შენ თუ არა, მე თუ არა
მაშ ვის უყვარს ეს ქვეყანა?
დედამიწა, მთვარე მზე და
ზღვა ჩვენს გამო დაიბადა.

კახა ყავრელიშვილი