ჩემი თვალით დანახული რეალობა


სიცრუით ნაქსოვ ღიმილებს გჩუქნიან,
მწარე სიმართლეს ბოღმებად გითვლიან.
დღეები მიდიან ისე, არ გვიცდიან,
ლექს წერ და ამასც ნაგავში გიყრიან.
მეგობრებს ღალატობ ეს რაღა "ფიცია"
დაკარგავთ ერთმანეთს, მე უკვე მითქვია.
სიმართლეს ვეღარ ცნობ, თვალებზე ბინდია,
და გულში შენ ისევ ბოღმები გინთია.
კლანჭებს ვიზრდით, რომ ერთურთს ჩავასოთ,
ერთმანეთს მხოლოდ სიძულვილს ვთავაზობთ.
ბავშვების დაქალება შემოვიდა მოდაში
დგანან და იღებენ "სელფებს" ათას პოზაში.
მშობლებო დრო არა არის მოცდის!
ჩემი სიტყვები რატომ არ გყოფნით.
აზრი აქვს განა ამდენ ლაპარაკს რო,
მგონი ეს ფურცლებიც უნდა გადავაგდო.
ბრენდი არ გაცვია გოიმად ჩაგთვლიან,
სიკეთეს აკეთებ- განა გაცდიან.
რამე შეგეშლება წამსვე გეცემიან...
მოყვრებიც როგორც მტერს ისე გექცევიან.
სიყვარულს მისცემ, ნივთებში გაგიცვლიან,
ეტყვი დამელოდე, ისინი არ გიცდიან.
გასცემ კაპიკებს - მაგასაც დაგითვლიან,
ვერ უყოფ ლუკმას და ცოდვაში ჩაგითვლიან.
გაუწვდი ხელს და მადლობას არ გეტყვიან,
ბოლოს კი ზურგში იარაღს გესვრიან.

          ( მე არ ვყვები მაგ თქვენ მოდას,
               ასე ვხედავ რეალობას!..)
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი