თვალები


მარტის ღამეში ვიხსენებ თვალებს,
თვალებს მზის სხივს რომ ირეკლავს წამში,
უკიდეგანო ტალღების შფოთვა
მზე დაკარგული უძირო ზღვაში.
შენს თვალებში ამოვიკითხე შენი სამყარო,
სადაც თოლიებს გაუშლიათ ფრთები ბოლომდე,
სადაც იები მიწის კიდეს აღარ ეხება,
სადაც მეტია გრძნობები და მათთან შეხება.
მე დავიკარგე ცრემლით მორწყულ ნამიან ტყეში,
შენს თვალებში რომ ასე ხშირად მეფეთებოდა,
შენს მას მალავდი- თვალებმა გაგთქვეს
ივლისის ღამე რომ თეთრდებოდა.
თვალებმა მითხრეს რომ შენ
ის ზღვა ხარ 
რომლის დაშრობას ლამობს სამყარო,
მაგ ზღვის ბრალია, რომ ძალა არ მაქვს 
რომ ეს ფიქრები გარეთ გავყარო.
მე შენს თვალებში ვიპოვე სევდა,
და შენს თვალებში ვიპოვე ღმერთი,
მე მაგ თვალებმა ჩამძირეს შენში
და მაგრძნობინეს ის ერთადერთი.
მე შენ გიპოვე შემთხვევით სრულად
და შეიძლება უკვე დაგკარგე,
მაგრამ ფაქტია დღეს შენ ხარ მუზა
ჩემ სამყაროში გრძელი პაუზა.
ეხლაც ვიხსენებ სურნელს ჰაერში
როდესაც შეგხვდი პირველად უცხოს,
ვარდის სურნელი და ქუჩის მტვერი
ზაფხულის სიო და სითბო უფრო.
თვალები შენი ირეკლდა მზის სხივს 
მზის სხივი მწვავდა და თანაც როგორ
მე შეგეფეთე ერთხელ ღამეშიც
ოღონდ არ მითხრა რა სად და როგორ...😉
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი