ჩვენი პირველი მასწავლებელი


რომ  გვახსენდება  პირველი მზერა,
მისი ღიმილი,  სათუთი   სმენა,
ის  გვასწავლიდა  ცხოვრების  ანბანს,
მან   ჩვენ  გვასწავლა  მამულის  მღერა.
როცა  გვითხრობდა  ჩვენ,  ბავშვებს  ამბავს,
თითქოსდა,  დედა  გვიყვება  ძღაპარს,
ის  მოაგორებს  უდიდეს  ტალღას,
მისი   თვალების  გვესმოდა  კვლავაც.
მასწავლებელი  უბავშვოდ  აბა,
როგორ  იცხოვრებს  ულაღოდ,  კარგად,
იგი  არა  ჰგავს  დედას,  არც  მამას,
ის  მოაგორებს  სიყვარულს  მარდად.
დაგვასაჩუქრებს  ისევ სიტყვებით,
ჩვენ  ბედნიერი  კვლავაც  ვიქნებით,
მუდამ  ვაჩუქებთ   კოცნას,  სიყვარულს,
ამით  არასდროს  არ  დავიღლებით.
მასწავლებელო  -  ჩვენო  სიამევ,
ვარდის  ფურცლებზე  კვლავაც  იარეთ,
მისი  სიტყვები:  ნუ  დამივიწყებთ,
ჩემს  ფანჯარასთან  კვლავ  ჩამიარეთ.
ის  გვარიგებდა,  კვლავაც  გვარიგებს,
მისი  ღიმილი  ვერ  აგვეღწერა,
ის  ჩვენს  გულებში,  როგორიც  დედა-
იქნება  მარად  ჩვენში  ის  მზერა.
მასწავლებელი  გვაცილებს,  გვტოვებს,
მისი  ცრემლები  ვერ  განელდება,
ის  ჩვენს  გულებს  არასდროს  ტოვებ,
კვლავ  გვახსენდება  პირველი  მზერა,
ზარის  დარეკვა  და  მისი  ქცევა.
1 კომენტარი
კულიეცკოვ6 წლის წინ

ძალიან კარგი ლექსია მოსწავლე ხარ და ასეთ კარგ ლექსებს წერ უკვე

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი