რა არის პოეზია


პოეზია მკვებავია სულისა,
დამრთგუნველი შენის კაცის გულისა,
პოეზია სიმდიდრეა ულევი, 
ბევრი ცუდის გამფანტველი  უღელი.
ბრძენ კაცისა დარიგება დიდი,
ეს სიტყვები არ გეგონოთ ფლიდი,
პოეზია- ცრემლი თვალში გაბმული,
სიმდიდრეა გონებისთვის ზღაპრული.
პოეზია- პოეტების ენაა,
პოეზია პოეტთათვის დედაა,
პოეტები გიჟდებიან დედაზე,
წერენ ლექსებს პოეზიურ ენაზე.
პოეზია- პოეტების რისხვაა,
პოეტებსაც გიჟად თვლიან ამიტომ,
თუმც პოეტი არ დატოვებს დედამისს,
მიზანშიც რომ ამოიღონ- მაგიტომ.
პოეზიას თუ მიუძღვნი სიცოცხლეს,
არ ინანებ ამის გამო, მერწმუნე,
ამის გამო რომც გაგთელონ, გაგაგდონ,
ვერ ეშვები- უფსკრულშიც რომ ჩაგაგდონ.
თუ გადაწყვეტ ხელთ აიღო კალამი,
პოეზიაც გეტყვის მაშინ "სალამი".
ხომ გაიგე პოეზია რაც არის,
ტანჯვაც არის, სიხარულიც, სიკეთეც,
გადაწყვიტე- გინდა კალმის აღება?
თუმც მის გამო სიკვდილიც რომ დაგიჯდეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი