დამიბრუნდები???


წახვედი და მიმატოვე და ვათენებ ღამეს,  გელოდები ძილ ბურანში, იქნებ მითხრა რამე.
ველოდები შემოაღებ უეჭველად კარებს, 
დამანახებ მოციმციმე შენ თაფლისფერ 
                                                                   თვალებს.
ველოდები მოხვალ ისევ და დაამსხვრევ 
                                                                       მითებს,
ველოდები შენ ღიმილს და უნატიფეს თითებს.
გავიხედავ ვარსკვლავები იღიმიან ცაში,
მთვარე კიდევ აქეთ არის დაკიდული ზღვაში.
ამ გონებას ისევ შენი ღიმილები ართობს,
ამ გულს კიდევ, შენი მზერა ღვინოსავით 
                                                                   ათრობს.
გელოდები ვიცი მალე შემოაღებ კარებს,
დამანახებ შენ თაფლისფერ, მსუყე, ლამაზ 
                                                                    თვალებს.
გელოდები და მე მჯერა მოხვალ ჩემთან 
                                                                  სტუმრად,
და შენ მეტყვი რომ გიყვარვარ, ჩამჩურჩულებ 
                                                                              ჩუმად.




                         (გელოდები და მაქვს ამის იმედი
                        გაიგე რომ მზეზე მეტად მჭირდები.)
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი