ფიქრები


მე ვინც მიყვარდა, ის აღარ არის,
გავახელ თვალებს და მას ვერ ვხედავ,
ძნელია, თუმცა დაწერას ვბედავ....
ძნელია, ხვდები ის აღარ მოვა,
და  თებერვალშიც შეწყდება თოვა.
გაახელ თვალებს, მას ვეღარ ხედავ,
გააღებ კარებს, ის კი არ გხვდება.
მგონია სიზმარი, კოშმრად ქცეული,
და ეს გონებაც გადარეული-
ფიქრობს რომ რატომ? რატომ? ან რისთვის?
ჩნდება კითხვები- იქნებ და მისთვის.
ასე გადაწყვიტა, თურმე ბედისწერამ,
უცბად წააგლიჯა სიცოცხლე,
მე არ გამახარა, ისე მიმატოვა
მე არ დაგივიწყებ იცოდე.
ძნელია, როდესაც  შორდები იმას  
ვინც ყველაზე, ყველაზე ძალიან გიყვარს.
მაგრამ რა ვუყოთ ღმერთმა ინება
და უცაბედად ეს მზეც ბინდდება
და ყველაფერი თავიდან იწყება....
ძნელია გაძლო უმისოდ, მარტომ,
ღმერთო ვიტანჯები, ნუთუ ვერ მატყობ.
რა უსამართლობაა არ ეს ცხოვრება,
სადღაც ოდესმე ირევა გონება,
გხედავდი გარეთ, გხედავდი სახლში ,
ახლა დაგინახავ ვარსკვლავად ცაში.
ვარსკვლავი, რიმელიც მუდამ გაიგებს ჩემს 
                                                                               ხმას.
და გამინათებს ცხოვრების გზას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი