0 171

ლექსში დაკარგული


აღარ ჰყავს მთვარეს მთაწმინდისას თავის მეხოტბე
და უშექსპიროდ დარჩენილა წმინდა სონეტი,
საუკუნეთა ქარბორბალში გამოვლილ მუზას
შემოვრჩი ლექსში დაკარგულიერთი პოეტი!

ლამობს ოცნება, გააჭენოს ლურჯა ცხენები,
ფიქრთა დინებას ვეღარ უძლებს გრძნობის კარიბჭე,
სულ ერთი წამით ავფეთქდები, გულს ავამღერებ,
სევდის ქარტეხილს გავექცევი,ფრენას დავიწყებ!

რამდენს შესწვდება უსათნოეს აზრთა კრებული?!
რამდენს აიტანს შემოტევებს ჩემი გონება?!
მიყვარს აპრილში ნაწვიმარი მიწის სურნელი
და მაისებში გაზაფხულის გასტრიქონება.

მოდით! ვადიდოთ სიყვარულის უტყვი მონობა,
მოდით! ვადიდოთ! მივაგებოთ ერთურთს გულები,
მოდით! სადამდეც ხმა გაგვიძლებს,ერთხმად ვიმღეროთ,
მოდით! ვიმღეროთ,სანამ ყველა გავწარსულდებით!
კომენტარები (0)