ისევ მარტო ვარ, ისევ!


ისევ მარტო ვარ, ისევ!
აღარ ვახსოვარ წამებს!
იქნებ დავჭირდე ვინმეს,
იქნებ დასრულდეს ღამე!

ისევ მარტო ვარ, ისევ!
და მწუხარება მათოვს! 
მე ხომ ივლისი მყინავს 
და იანვარი მათბობს!

რაღაც მაკლია სულში!
სადღაც გაფრენა მინდა!
მზესთან მამყოფა ახლოს!
სული მქონოდეს წმინდა!

მე დავეხსნები სხეულს
და გავფრინდები ცისკენ,
შეჩერებაა რთული,
როცა სიარულს იწყებ!

ისევ მარტო ვარ ახლა!
და ტკივილები მიტევს!
მე დავეხსნები სხეულს
და გავფრინდები ცისკენ!

რაღაც მორჩება მერე!
რაღაც ბავშვივით წმინდა!
რაღაც მაკლია სულში!
ცაში გაფრენა მინდა!

ისევ მარტო ვარ, ისევ!
დარდმა გრძნობები იცნო!
თითქოს დავსრულდი წამით,
ცისკენ გავფრინდი თითქოს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი