ცოდვილი სული


სევდანარევი თვალებით ვქარგავ
ქაოსით მოცულ ცხოვრების საზღვრებს,
როგორ დამღალა ყველაფრის საზღვრამ,
არ შეიძლება ცოტა ხნით გავქრე?

ცოდვით ავსილი, უმძიმეს სულით
სულ უნუგეშოდ დავეძებ მოძმეს,
სადღა არსებობს უმანკო გული?
არ შეიძლება ცოტა ხნით მოვკვდე?

წლები მიდიან...
დრო არ ჩერდება...
და აი, ლექსის წერაც გავბედე,
უჩერებელო, ძვირფასო წამო,
არ შეგიძლია ერთ წამს გაჩერდე?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი