სისხლი მარაბდის


ჟამი-საღამო მარად ჟრიამულ
სულიერ გზნებით მათრობს განაპირს,
ღამე ნათენებს, წამით მხიარულს 
ფიქრი წამებით მმოსავს მარადის.
როს შევისწავლი ცერზე სიარულს,
ამოვხსნი დროის ბოროტ ჩანაფიქრს.
დე, მანიჭებდეს სევდა სიხარულს, 
ჰგიებდეს კლდეზე ჩემი კარავი. 
ხანჯლებით ვკვეთდე ფარდაგს ირანულს,
ზურგს მიფარავდეს ცივი ნაბადი. 
ვახმიანებდე მთაში ჭიანურს, 
ვიყო მშობელი მიწის მფარავი. 
ოდეს მოჰყვება ტაიჭი ალურს, 
გავხდე ამ ბარის, ამ მთის სარანგი.
სანამ შეკრავდეს მომხდური მარყუჟს,
ხმალი ვაელვო ბოლო წამამდის.
ვიდრე დათმობენ დიაცნი ნამუსს, 
ვთხარი მტაცებელ მტერთა სამარხი. 
ვიდრე ვუმტკიცებ მამულს სიყვარულს, 
სისხლი მაწუხებს, სისხლი მარაბდის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი