0 110

ინის სიზმარი


ინი - სისადავე, ევა და სისინი,
სინა - ხშირად იტევს, სვეტი დარიშხანის, 
ინი - მზის არშია, ინი - ცის მარშია, 
ინი სიზმარშია, არსობს, ვით იანი.

ინი ცის რაშია, ინი სიზმარშია,
ველი დაიგველა - ირგვლივ სიგლუვეთი, 
შრამი იშხამება გესლით ალესილით, 
სინას გრიფონებმა შექმნეს უკუნეთი.
 
სერზე მესერია, მასრით დასერილი,
ინი ინანიებს, ხარობს სინა გულით, 
ინი სინაზეა, მინა სილაზეა, 
სარკედ ირეკლება წმინდა სინანული. 

ინმა უკვდავება უნდა წარიტაცოს, 
დარჩეს მარტოოდენ სულის ლიტანია, 
სინას სიკვდილისთვის ინი ემეტება,
სინამ ჯერ არ იცის - ინი სიზმარშია. 

ინი - სისადავე, ევა და სისინი,
გველმა დაიგრძელა ტანი ალუმინის,
ინმა წარიტაცა კაცთა უკვდავება,
დროა განთიადის, დილის და წუხილის.
კომენტარები (0)