მე, შემოდგომა და სიმარტოვე


ოდესმე ისევ გავაღებ სარკმელს 
და ცივ სამყაროს ფილტვებს გავუყოფ,
მინდა, სიზმრებში ისევ შენ ჩანდე
და უკვდავების ვარდი გაჩუქო.

ვერ დავამარცხე ჩემში დემონი
და ვერ მოვკალი ბოროტი ღმერთი,
მე მაინც მიყვარს ის ანგელოზი,
წვიმიან დღეებს ჩუმად რომ ეტრფის.

ვხედავ სასწაულს ამ სიჩუმეში
და გადარჩენის კიდეებს ვხედავ,
მინდა, სიცოცხლის ბოლო წუთებში 
არ მიმატოვოს მომავლის რწმენამ.

დღეები ისე სწრაფად მიდიან,
რომ განსაცდელთან მარტო დამტოვეს,
ალბათ, ეს არის ჩემი სტიქია - 
მე, შემოდგომა და სიმარტოვე.  

2016 წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი