მორევი


მოხეტიალე ზღვის ტალღები არწევენ ბორნებს,
სხეულს რომ მიწვავს გამეტებით - არის ხანძარი,
დაბლობზე შავი ქარიშხალი აკეთებს მორევს,
დამრეც კლდეებზე უიმედო მოჩანს ტაძარი.
და ეს ტაძარი,
სიკვდილნავალი
მომიხმობს ურჩხულს, მომიხმობს ცოდვილს,
მე ჩამეძინა ღამით ჭალაში,
ვერ გამინელდა ტკივილი ლოცვით.
მე დამესიზმრა თეთრი სამრეკლო,
ოქროს სხივებით მზემ რომ დანამა,
მე პოეზიამ ამწია ცაში
და არსებობამ დამასამარა.
ფერების წყება წყალდება თვალში,
სადღაც კლდეებზე მოჩანს ტაძარი,
სულს რომ ამძიმებს,
გულს რომ ამძიმებს,
სხეულს რომ მიწვავს - არის ხანძარი. 

2016 წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი