დრო არაფერს ინდობს...


გადაშლილ წიგნებს,მუდამ აკლიათ ერთი ფურცელი
და კითხვის დროსაც,იფანტება სულაც გონება.
ისე შორია ახლა უკვე შენი სულის უცხო ნაპირი,
ვით ქრისტეს სიტყვა,სასუფეველზე ვიწრო კარიბჭის…

რა ამოავსებს,დატოვებულ ორმოებს ნეტავ,
ან კიდევ გჯერა რომ ჩვენ რამეს შევცვლით?!
დედამიწაზე უსამართლობის მეტი რა ვნახეთ,
თუნდაც ის რად ღირს,რომ სიყვარულიც არ დაგვაცადეს...

სულ მეძინება,თვალებმა მეტი ვერ შეძლეს
ამ სხეულმა კი ნაადრევად იწყო ბერება,
დრო არაფერს ინდობს,მე ამის მჯერა
რადგან ოცნებით არასოდეს არ მიცხოვრია...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი