ახლა გვიანია შეცდომებზე დარდი...


ახლა გვიანია შეცდომებზე დარდი, 
ახლა მეტისმეტად ფეთქავს ნერვები... 
ჩვენ ვერ გავაცოცხლეთ გამხმარი ნერგები, 
ჩვენ მკვდარ საფლავებს სამწუხაროდ ვეღარ უვლიან...

გადაივლიან,უზაფხულობის ცივი დღეები, 
და ალბათ წვიმაც უსახურობას კვლავ შეიფერებს... 
ნუ ეტყვი სხვასაც,რომ დრო რამეს შველის, 
დრო არა კურნავს,არამედ გასწავლის...

ვეღარ დაადგა საშველი ამ ცას, 
უიმედობამ ხალხი ძილს მისცა... 
გამოსაცდელად მეტისმეტად ბევრი დრო გვქონდა, 
მაგრამ რატომღაც ვერაფერი ჩვენ ვერ შევძელით...

ტყუილი საკმაოდ კარგად გამოგვდის, 
არსებობასაც ასე ვთამაშობთ... 
მე როცა გეტყვი კარგად ვარ მეთქი, 
მაშინ იცოდე,რაღაცა მიჭირს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი