შენამდე შორია...


სულიდან მომხსნეს,დაბინტული ძველი ჭრილობა
აღარ ღამდება,ისე როგორც სექტემბრის ოთხში...
ვერ ვეგუები,ჩემი სხეულის სხვაგან გადასვლას,
ვერ ვეგუები,მეორე შანსს,და თვით ამ დროებას...

გარბიან დღენი,საათის ისრებიც ნერვებზე ხტიან
ხეებს ფესვები,მე კი თვალები მტკივა...
ათასჯერ დაკარგულ იმედებს ვფიცავარ,
რომ ეს განცდები ახლა უფრო მეტი დარდია...

ან რაღა დამრჩენია ლექსების გარდა,
თუ მეყო დრო,ან თავად დროს თუ ვეყოფი
(ალბათ) ბოლოჯერ ისევ ვისურვებ
შენმა ხელებმა მე ჩამიხუტონ...

შორია ცამდე,სახლიდან ზღვამდე
ფსკერიდან ზემოთ,ჩემიდან შენთან
კალენდრის რიცხვებს აკლიათ ორი
თებერვლის წვიმა და მაისის სუნი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი