მესამე წერილი...


მესამე წერილს გიწერ და ვამბობ,
ღირსი არა ვარ,შენგან წყალობის
მე დამავიწყდა ღამის გატეხვა,
მე დამავიწყდა შენ რომ მიშველე...

გადამეკარგე,აღარ უჩანს ამ ამბავს ბოლო
ნეოფიტობის წლებიც ქარს გაყვა,
ააგეს სულში ურჩხულებმა პატარა ქოხი
და რად ღირს უშენოდ ეს არსებობა...

ყველაზე მეტად,მე ის მაოცებს
მიუხედავად ჩემი რომ გჯერა,
არადა ღმერთო,შენ კარგად იცი
რა უგრძნობი და რა ცივი ვარ...

ვეღარ გეძახი მამასაც და კანკალებს ტანი
ჩემში რომ ვერ ხარ,შენ თავად ქრისტე
დიახ,მე კაენი ვარ,აბელის მკვლელი
დიახ უფალო,მე ვარ პეტრე,ვინც შენ უარგყო...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი